ამ დრომდე ზუგდიდის საავდმყოფოში რჩება არასრულწლოვანი, რომელიც სავარაუდოდ ფაროსანას საწინააღმდეგო ნივთიერებით მოიწამლა. შემთხვევა ზუგდიდში, სოფელ ურთაში გუშინ მოხდა. სურსათის უვნებლობის სამსახურის თანამშრომლები სპეციალური ტექნიკით გადაადგილდებოდნენ და გზაზე ფაროსანას საწინააღმდეგო წამალს უშვებდნენ. სავარაუდოდ ეს ნივთიერება გადაყლაპა რამდენიმე მოსწავლემ, რომლებიც სკოლიდან ბრუნდებოდენენ. სამი მოზარდი საავდამყოფოში გადაიყვანეს, მათგან ერთი სამედიცინო დაწესებულებაში დაკვირვების მიზნით ამ დრომდე რჩება.