მეტროს მემანქანეები სასამართლოს გადაწყვეტილებას მათთვის გაფიცვის აკრძალვის შესახებ ასაჩივრებენ. ადვოკატი სასამართლოსგან 18 მაისის განჩინების გაუქმებას ითხოვს, რადგან ამბობს, რომ გადაწყვეტილება უკანონოა.
უფლებადმაცველები მიუთითებენ, რომ გაფიცვის უფლების შეზღუდვა დაუშვებელია, ამიტომ არ არის გამორიცხული მეტროს მემანქანეები 4 ივნისს მაინც გაიფიცონ.
„ვასაჩივრებთ იმ საფუძვლით, რომ ეს არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი. ერთჯერადად სასამართლომ უკვე გამოიყენა უფლება, რომ გადაუდო მემანქანეების გაფიცვა. არანაირი წინაპირობა კანონში აღარ არსებობს, რომ ამ ადამინებისთვის შეეზღუდათ გაფიცვის უფლება“-აცხადებს ადვოკატი ბექა ბადრიშვილი.