17 ნოემბერი 2024,   20:49
ვრცლად
"სამარცხვინო და შოკისმომგვრელი" - ზვიად გელბახიანი Facebook გვერდიდან დაანონსებული ღონისძიების წაშლას აფასებს

„ეს არის ძალიან სამარცხვინო ფაქტი და შოკისმომგვრელი. ეს იყო მიზანმიმართულად გაკეთებული, რომ საზოგადოებაში უნდობლობა გამოეწვია რაღაც ჯგუფების მიერ ერთმანეთში,“- ასე გამოეხმაურა „ბასიანის“ დამფუძნებელი, ზვიად გელბახიანი ღამის კლუბის მხარდამჭერი ღონისძიების Facebook გვერდიდან წაშლას.

27 მაისს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორები და კლუბის დამფუძნებლები ამბობენ, რომ სოციალურ ქსელში საინფორმაციო-საორგანიზაციო პოსტი დაუდგენელ ვითარებაში წაიშალა.

ორგანიზატორებს ეჭვი აქვთ, რომ ამ ფაქტის უკან ის ძალები დგანან, რომლებსაც 27 მაისს ქუჩაში გამოსული ახალგაზრდებისა და მორიგი საპროტესტო აქციის ნახვა არ სურდათ.

დაახლოებით, ერთ საათში კონსულტაციები დაიწყება და "ბასიანის," "თეთრი ხმაურის მოძრაობისა" და სხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები გადაწყვეტენ, გაიმართება თუ არა 27 მაისს აქცია. 

„ჩვენ მაქსიმალურად ცდილობთ, ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ საპროტესტო აქციებში, ვინც ჩვენ გვერდით იდგა, გვეხმარება, რომ დავადგინოთ თუ ვინ გააკეთა ეს ყველაფერი. იქიდან გამომდინარე, რომ გუშინ 9 საათი იყო, Facebook-ის სამუშაო საათები დამთავრებული იყო, დღეს როგორც კი გაიხსნება სამუშაო საათები, იმედი მაქვს, რომ გამოვავლენთ ეს მავნებლობა ვინ ჩაიდინა. არავის გარდა იმისა, ვისაც საზოგადოებაში ურთიერთდაპირისპირება და უნდობლობა აწყობს, სხვის ინტერესებში არ მგონია, მსგავსი ამ შესულიყო,“- განაცხადა ზვიად გელბახიანმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები