ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კახეთში 26 წლის ახალგაზრდა დაშავდა. სოფელ ველისციხესთან "მაზდას" მარკის ავტომობილი მოცურდა და რამდენიმე ხეს დაეჯახა.
მანქანა ნაწილებად დაიშალა, ხოლო უგონო მდგომარეობაში მყოფი მძღოლი, მრავლობითი დაზიანებებით, სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადამ გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანა.
მძიმეა დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მას გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია უტარდება.
ავტოსაგზაო შემთხვევის სავარაუდო მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. მომხდარზე შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლის 1 ნაწილით დაიწყო.