ავტოსაგზაო შემთხვევა მახინჯაურში - ერთმანეთს ჯიპის ტიპის და მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახა. დაშავდა ხუთი ადამიანი, მათ შორის ორი მცირეწლოვანია.
ბავშვები დედათა და ბავშვთა ცენტრში არიან მოთავსებული. მათგან ერთ-ერთი მცირეწლოვანის მდგომარეობა მძიმეა.
სამი დაშავებული კი, ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათგან ორი ქალი და ერთი მამაკაცია.
ქალებს თავის დახურული დაზიანებები, ერთ-ერთს ტვინის შერყევა აღენიშნება, მამაკაცს კი ლავიწის ძვლის მოტეხილობა.
საქმეზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.