17 ნოემბერი 2024,   20:26
ვრცლად
ავარია ენგურჰესზე - ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა რეზერვის ხარჯზე, გვიან ღამით მოხერხდა 

ქვეყნის რამდენიმე რეგიონი და თბილისის ნაწილი დღის ბოლოს, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. მიზეზი ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგურის ავარიულად გათიშვა იყო.

მომხდარის გამო ენერგოსისტემაში ელექტროენერგიის დეფიციტი შეიქმნა.

დაახლოებით საღამოს 10:00 საათისთვის დედაქალაქში ელექტრომომარაგება სრულად აღდგა.

რეგიონების ჩართვა ეტაპობრივად, სისტემაში არსებული რეზერვის და იმპორტის ხარჯზე განხორციელდა.

დღის ამბები