17 ნოემბერი 2024,   20:19
ვრცლად
მოზარდების მკვლელობის საქმე - ზაზა სარალიძე ირაკლი შოთაძესთან დაგეგმილ შეხვედრაზე მედიის შეშვებას მოითხოვს 

შეხვედრა მთავარ პროკურატურაში - ხორავას ქუჩაზე ერთ-ერთი მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ადვოკატთან ერთად მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს შეხვდება.

ზაზა სარალიძე ამბობს, რომ მეტი გამჭვირვალობისთვის შეხვედრაზე მედიის შეშვებასაც მოითხოვს. შეხვედრის დროს ის ირაკლი შოთაძეს საქმის ირგვლივ არსებულ ყველა დეტალზე მის ხელთ არსებულ ინფორმაციას მიაწვდის.

სარალიძეს იმედი არ აქვს, რომ მთავარ პროკურორთან შეხვედრა ნაყოფიერი იქნება. მთავარ პროკურატურაში შეხვედრამდე ზაზა სარალიძე ბრიფინგის გამართვასაც გეგმავს.

„იკვეთებიან ის დამნაშავე პირები, რომლებმაც ჩაიდინეს უშუალოდ დაჭრის ფაქტში მონაწილეობა და არა მარტო დაჭრის ფაქტში. იკვეთება ის პირები, ვინც დანაშაული დაფარა. ველოდები ამომწურავ პასუხებს და იმედია ჭეშმარიტების ფაქტის ახდისთვის პირველი ნაბიჯი გადაიდგმება,“-განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მოკლული მოზარდის მამამ რამდენიმე დღის წინ, გამოძიების ობიექტურად ჩატარების მოთხოვნით აქციების დაწყება დაანონსა.

დღის ამბები