კვირას ღია ცის ქვეშ დაგეგმილმა აქციამ დახურულ კლუბებში გადაინაცვლა. კლუბ "ბასიანის" წარმომადგენლებმა დღის ბოლოს განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია:
""შავი პარასკევის” მოვლენებიდან 10 დღის შემდეგ კრიმინალურმა პოლიციამ დალუქული კლუბები დაგვიბრუნა. ისტორიამ არაერთხელ დაგვიმტკიცა, რომ გამარჯვება ერთობლივი ძალებით მიიღწევა.
"27 მაისს, ქართული ელექტრონული მუსიკის სცენის წარმომადგენლები, კლუბები, ფესტივალები, არტისტები ერთად ვდგებით და უთანასწორო გარემოს წინააღმდეგ ბრძოლას ვაგრძელებთ. დღეს ცეკვა პოლიტიკური აქტია" - წერია განცხადებაში.