ამ დრომდე მძიმეა 35 წლამდე მამაკაცის ჯანმრთელების მდგომარეობა, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ რესტორანში ელექტროენერგიის სადენების გაყვანის დროს, დენმა დაარტყა.
ის რეანიმაციულ განყოფილებაში უგონო მდგომარეობაში მართვით სუნთქვაზე რჩება.
შემთხვევის შემდეგ მამაკაცი უგონო მდგომარეობაში ქირურგიის ეროვნულ ცენტრში სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ გადაიყვანა.
მომხდართან დაკავშირებით ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ რესტორნის წარმომადგენლები.