17 ნოემბერი 2024,   20:21
ვრცლად
პერსონალური მონაცემების დაცვა საარჩევნო პროცესში - რეკომენდაციების შემუშავების მიზნით დღეს მრგვალი მაგიდა იმართება

პერსონალური მონაცემების დაცვა საარჩევნო პროცესში - რეკომენდაციების შემუშავების მიზნით დღეს მრგვალი მაგიდა იმართება.

შეხვედრას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, ცესკოს თავმჯდომარე, არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დაესწრებიან.

ყურადღება გამახვილდება ხმის მიცემის პროცესში ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე, პოლიტიკოსებისგან მოკლე ტექსტურ შეტყობინებებსა და წინასაარჩევნო გამოკითხვებზე მოქალაქეთა განწყობის დადგენის მიზნით.

„წინა არჩევნებმა აჩვენა, რომ აქტუალური იყო საარჩევნო პროცესში პოლიტიკური პარტიების მიერ სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნა და ასევე პოლიტიკური პარტიები მიუთითებდნენ უშუალოდ არჩევნების დღეს ამომრჩეველთა პარალელურ რეგისტრაციაზე. ანუ იმის იდენტიფიცირებაზე ვინ გამოცხადდა არჩევნებზე და ვინ არა . ვაპირებთ, რომ ამ საკითხებზე ჩვენი მოსაზრებები და რეკომენდაციები მივაწოდოთ დაინტერესებულ მხარეებს,“-განაცხადა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენელმა სალომე ბახსოლიანმა.

დღის ამბები