ბიძინა ივანიშვილის აგარაკზე ხეების გადატანის გამო ზუგდიდისა და სოფელ ინგირის მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ზუგდიდი-ინგირის მონაკვეთზე მთელი ღამის განმავლობაში მობილეზებული იყვნენ პოლიციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ისინი 2 ასწლოვანი მარადმწვანე, დასავლური მუხის, შეკვეთილში ტრანსპორტირებას ცდილობენ. რამდენიმე დღეა ცენტრალურ გზაზე გათიშულია შუქნიშნებიც.
„ივანიშვილი მეორედ მოვიდა და ცეკას მდივანივით დაჯდა. რასაც უნდა იმას აკეთებს, მთელი ქვეყანა, მშიერი ხალხი ვუყურებთ, ივანიშვილი დაათრევს ამ ხეებს, ვერაფერს უზამ, ვერაფერს გააკეთებ,რამე პროტესტი რომ გამოთქვა დაგიჭერენ და ჩაგსვამენ“-ამბობს ადგილობრივი თენგიზ ქარჩავა.