17 ნოემბერი 2024,   20:24
ვრცლად
ლაგოდეხში 2000-მდე ოჯახი ბუნებრივ აირს ითხოვს

ლაგოდეხში 2 000-მდე ოჯახი ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი. მოსახლეობის ერთი ნაწილი დღეს პატარა გორში შეიკრიბა.

მათი ინფორმაციით, 6 სოფელში გაზის ქსელი გასულ წელს დამონტაჟდა, თუმცა ბუნებრივი აირით ამ დრომდე ვერ სარგებლობენ. მათივე თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება არსებული საკითხით არ ინტერესდება.
მოსახლეობამ საკუთარი პრობლემები "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს გააცნო.

„შემოყვანილია ორი წელია გაზის მილები, მაგრამ გაზი არ არის. ამ ხალხს სჭირდება გაზი, რომ ელემენტარული შეღავათი ნახონ ამით და ყოველდღე ბალონებით არ იდგნენ, როდის ჩამოივლის მანქანა და დაუტვირთავს ბალონს“-აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბოტკოველი.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კი აცხადებენ, რომ ქსელი კომპანია "სოკარს" უნდა გადაეცეს და პროცედურა სავარაუდოდ ერთ თვეში დასრულდება.

„დაინტერესებული ვართ, ეგ საკითხიც მოკითხულია და ველოდებით იმ მომენტს, როდესაც მოქალაქეები შეძლებენ ბუნებრივი აირით სარგებლობას. მე რა ინფორმაციაც გამაჩნია ეს იქნება დაახლოებით ერთი თვის ვადაში“-ამბობს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი.

​​

დღის ამბები