17 წლის მოზარდი, რომელზეც 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ აქციის დროს თავდასხმა განხორციელდა, პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.
მის ინტერესებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატები იცავენ. მათი ინფორმაციით, ახალგაზრდაზე მუქარა და შანტაჟი ტრანსპორტში, ქუჩასა და სოციალურ ქსელში ამ დრომდე მიმდინარეობს. მოზარდი და მისი ადვოკატი რეაგირებას ითხოვენ.
„აქციის დროს თავდასხმა განხორციელდა. ამის შემდეგ მის მიმართ სხვადასხვა ადამიანის მხრიდან არაერთი სახის მუქარა ხორციელდება, როგორც სოციალური ქსელების მეშვეობით, ასევე ქუჩასა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში,“- განაცხადა ადვოკატმა, რევაზ აჭარაძემ.