17 ნოემბერი 2024,   20:27
ვრცლად
საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია

საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია. 23 წლის გიორგი კეფაშვილი სოფელ ფლავში, საკუთარი ეზოდან გუშინ გაიტაცეს. იგი საკუთარი სახლის ტერიტორიაზე საქონელს მწყემსავდა.

გიორგი კეფაშვილი რამდენიმე წუთის წინ ერგნეთის საგუშაგოზე ქართველ სამართალდამცავებს გადასცეს. ჯერჯერობით უცნობია რის სანაცვლოდ მოხდა მისი გამოშვება.

დღის ამბები