დღეს 26 მაისია, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ზუსტად ერთი საუკუნის წინ, 1918 წლის 26 მაისს, საღამოს 4 საათსა და 50 წუთზე, ეროვნულმა საბჭომ ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა დაშლილად გამოაცხადა.
იმავე დარბაზში რამდენიმე წუთში ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი წაიკითხა და ქვეყანა დამოუკიდბელ სახემწიფოდ გამოაცხადა.
დამოუკიდებლად მაშინ ქვეყანამ მხოლოდ 4 წელი იარსება, თუმცა, სწორედ ეს აქტი გახდა უკვე 1991 წელს საქართველოს დამოუკდიებლობის გამოცხადების საფუძელი. იმ დღიდან საქართველო ისვე იბრძვის, რომ ქვეყანაში 1921 წლის 25 თებერვალი აღარ გამეორდეს.
საქართველოს პრიველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილე ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში საკმაოდ მასშტაბურად აღინიშნება.