17 ნოემბერი 2024,   20:28
ვრცლად
26 მაისის მთავარი ღონისძიება - წვევამდელების და რეკრუტების ფიცის დადების საზეიმო ცერემონია თავისუფლების მოედანზე გაიმართება

26 მაისის მთავარი ღონისძიება - წვევამდელების და რეკრუტების ფიცის დადების საზეიმო ცერემონია თავისუფლების მოედანზე ზუსტად 12 საათზე დაიწყება. ეს ცერემონია წელს ერთდროულად 6 ადგილას - თბილისში, შინდისში, ვარძიაში, კოჯორში - ქოროღლის ციხესთან, ბათუმსა და გელათში გაიმართება.

სწორედ თავისუფლების მოედანზე შეიკრიბებიან საქართველოში სტუმრად მყოფი 7 ქვეყნის პრეზიდენტები და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული დელეგაციები.

თავისუფლების მოედნაზე მოეწყობა სამხედრო ტექნიკის გამოფენა, სადაც წელს პირველად წარმოდგენილი იქნება ტანკსაწინააღმდეგო სისტემა ჯაველინი, რომელიც საქართველომ შეერთებული შტატებისგან რამდენიმე თვის წინ შეიძინა. ერთ-ერთი სამხედრო კოლონა კი გამოწყობილი იქნება პირველი რესპუბლიკის დროინდელ სამხედრო სამოსში, რომელიც სპეციალურად დღევანდელი დღისთვის აღდგა და ზუსტად იმეორებს იმ ფორმას, რომლითაც ქართული არმია, გენერალ გიორგი კვინიტაძის ხელმძღვანელობით, ქვეყნის დამოუკიდებლობას იცავდა. 

დღის ამბები