26 მაისი - 100 წლისწინანდელი საქართველოს ისტორია დღეს არაერთ ადგილზე გაცოცხლდება.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად რუსთაველის გამზირზე თემატური ღონისძიბები დილიდან იმართება. ყველა სამინისტროს აქ საკუთარი კუთხე აქვს, რომლითაც 1918 წლის 26 მაისის ისტორიას მოგვიყვებიან.
რუსთაველის თეატრის ფოიეში თავდაცვის სამინისტრო პირველად წარადგენს გენერალ გიორგი კვინიტაძის აღდგენილ შესამოსელს, პირად ნივთებს, ბოლო რადიოინტერვიუს და წიგნებს, სადაც გენერალი 1921 წლის ოკუპაციას, ქართული არმიის წარმატებას და შეცდომებს აღწერს.
პირველი გიმნაზიის წინ კი განათლების სამინისტრო აწყობს ისტორიულ შემეცნებით საგამოფენო სივრცეს, სადაც დამთვალიერებელს ექნება განცდა, რომ 100 წლის წინანდელ ეპოქაში მოხვდა.