საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში დამოუკიდებლობის დარბაზი გაიხსნა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადებიდან ასი წლის იუბილეს ეძღვნება.
ღონისძიება საქართველოსა და მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარეებმა გახსნეს.
ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზი სრულად აღადგენს 1918-1921 წლებში განვითარებულ მოვლენებს. დარბაზში საბჭოთა ეპოქის ამსახველი ფოტომასალაც იქნება წარმოდგენილი.
ექსპოზიცია მუდმივმოქმედი იქნება და მისი ნახვის შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეეძლება.