საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავად რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა აქტივობა მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
პარლამენტის შენობის წინ წარმოდგენილია ექსპოზიცია - „პოსტერი 100“, რომელშიც 100-მა არტისტმა მიიღო მონაწილეობა.
რუსთაველის გამზირზე „გარდენია-შევარდნაძის“ ყვავილების ფესტივალი მიმდინარეობს.
პარლამენტის შენობის წინ საბავშვო სცენაა წარმოდგენილი, სადაც სხვადასხვა ანსამბლი გამოვა მთელი დღის განმავლობაში.
რუსთაველის გამზირზე მოწყობილია სპორტული და გასართობის სივრცეები. ასევე წარმოდგენილია ღია კინო-თეატრი.
რესპუბლიკის მოედანზე 21:00 საათზე დასკვნითი კონცერტი გაიმართება.