26 მაისის აღსანიშნავად რუსთაველის გამზირზე სახალხო სეირნობა იმართება. პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა სამინისტროს მიერ მოწყობილია სტენდები, სადაც 100 წლის წინანდელი საქართველოს ისტორია ცოცხლდება.
გამოფენილია ასევე თანამედროვე ტექნოლოგიები. გახსნილია სპორტული ავტომობილების შოურუმი.
განათლების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტენდთან იმყოფებოდა. ეკონომიკის მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი, კი - ეკონომიკის სამინისტროს სტენდთან, სადაც გამოფენილი იყო სტარაპერების ნამუშევრები.
რუსთაველის გამზირზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მივიდნენ.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გია ვოლსკიმ, მოსახლეობას დამოუკიებლობის დღე მიულოცა.
ცოტა ხანში ოპერის წინ კონცერტი დაიწყება, სადაც სხვადასხვა ბენდი მიიღებს მონაწილეობას.