საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობა გაუმჭვირვალეა, ფინანსები კი არარაციონალურად იხარჯება - ამ დასკვნას მონიტორინგის შედეგად "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" აკეთებს.
ორგანიზაციის წევრებმა დააჯამეს და დაადგინეს, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 2 მილიონამდე ლარი პრემიებზე დაიხარჯა, 180 ათასი ლარი კი მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მანქანის შეძენას მოხმარდა.
მონიტორინგის ამ და სხვა შედეგებს არასამთავრობო ორგანიზაცია დღეს გაასაჯაროებს. სასამართლოს საქმიანობის გამჭვირვალობის მიზნით კი "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" საკანონმდებლო ცვლილებებს ითხოვს.
„ჩვენი კვლევა შეეხება პრობლემებს, რომელიც შეეხება მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეების მიმართ დისციპლინურ სამართალწარმოებას. პრობლემად რჩება 2 მილიონი თანხის პრემიის სახით გაცემა, ასევე იყო არარაციონალური შესყიდვა, კერძოდ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისთვის შეძენილი იქნა 180 000 ლარიანი ავტომობილი“-აცხადებს IDFI-ს კანონის უზენაესობის მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ბერაია.