17 ნოემბერი 2024,   20:12
ვრცლად
ხანძარი ახმეტის მუნიციპალიტეტში - ცეცხლი სოფელ ზემო ხოდაშენში საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში ხანძარია. ცეცხლი ერთ-ერთი ადგილობრივის  საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ ადგილზე სახანძრო სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული, ხანძრის ლოკალიზება მოხერხდა, თუმცა სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

ჯერჯერობით უცნობია, რა ფართობი განადგურდა ხანძრისას ან რა იყო ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

დღის ამბები