„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან სოფელ ტანძიადან ჩამოსული მოსახლეობა შეიკრიბა. ისინი კომპანია "RMG Gold"-ის საქმიანობას აპროტესტებენ.
ტანძიელები ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვენ და მოსაფიქრებლად 1 საათს აძლევენ.
მოსახლეობა ივანიშვილთან შეხვედრის შემთხვევაში შეეცდება, აუხსნას მას თუ რამდენად საშიშია ადგილობრივების სიცოცხლისთვის კომპანიის მიერ კარიერული წესით ოქროს მოპოვებითი სამუშაოები.
ტანძიელები აცხადებენ, რომ სოფელში გაცილებით სხვა სასარგებლო პროექტების განხორციელება სწორედ "RMG Gold"-ის გამო შეჩერდა.