17 ნოემბერი 2024,   20:11
ვრცლად
ერეკლე მეფის სამუზეუმო კომპლექსში, რომლის რეაბილიტაციაზე 14 მილიონი ლარი დაიხარჯა, საკანალიზაციო მილი გასკდა - დაზიანებულია ნახატები

თელავის ისტორიულ მუზეუმში საკანალიზაციო მილი გასკდა და ნახატები დაზიანდა. ერეკლე მეფის სამუზეუმო კომპლექსში, რომლის რეაბილიტაციაზე 14 მილიონი ლარი დაიხარჯა და 16 მაისს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საზეიმოდ გახსნა, ხელოვნების საცავში წყალი ჩაიღვარა. 

მუზეუმის დირექტორის, გურამ ურჩუხიშვილის ინფორმაციით, ქართველი მხატვრების რამდენიმე ნამუშევარი დაზიანდა.

მისივე თქმით, ნახატები გააშრეს. პასუხისმგებელმა კომპანია " ჯავამ" კი ტექნიკური ხარვეზი გამოასწორა და წყლის მილი აღდგენილია.

ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაცია რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. რეაბილიტაციის პროცესში ოპოზიციის ლიდერების სამუშაოები უხარისხოდ შესრულებაზე საუბრობდნენ. 

დღის ამბები