17 ნოემბერი 2024,   20:44
ვრცლად
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე თბილისიდან ბათუმში ფეხით რომ ვერ გადაადგილდება ბუნებრივია - კობახიძე IDFI-ის კვლევას ეხმაურება

“თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” კვლევას, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არამიზნობრივ ხარჯებზეა საუბარი, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძე გამოეხმაურა.

კობახიძის თქმით, მან არ იცის მართლაც გამოიყო თუ არა 180 000 ლარი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ავტომობილის შესაძენად, თუმცა თვლის, რომ მოსამართლეების გადაადგილება უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

„თავმჯდომარე რომ ფეხით ვერ გადაადგილდება, ბუნებრივია, თბილისიდან ბათუმში... ძალიან ხშირად შეიძლება მას უწევს მოძრაობა ამ მანძილზე ეს მე მგონი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. სატრანსპორტო უზრუნველყოფა მოსამართლეებს მთელ მსოფლიოში აქვთ. ვერ გეტყვით, რა თანხაა გადახდილი, ალბათ არის ის გადახდილი რისი საჭიროებაც იყო“-აცხადებს კობახიძე.

IDFI-ის კვლევით საკონსტიტუციო სასამართლოში 2 მილიონი ლარის პრემია 9 მოსამართლემ 2012-2017 წლებში აიღო.

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარისთვის კი 180 ათასი ლარის ღირებულების ავტომობილი ბიუჯეტის თანხით შეიძინეს.

დღის ამბები