17 ნოემბერი 2024,   20:45
ვრცლად
"უბრძანე შენს მარიონეტ შოთაძეს, გაასამართლოს ყველა ის პირი, ვისაც ბრალი მიუძღვის სარალიძის მკვლელობაში" - გიორგი ფანჯავიძე ივანიშვილს მიმართავს

„ნაცვლად ობიექტური გამოძიებისა, დღევანდელი კრიმინალური ხელისუფლება ყველანაირი მანქანებით ცდილობს, ჩაფარცხოს ეს შემაძრწუნებელი მკვლელობა,“ - ეს განცხადება, "სამოქალაქო ტრანსფორმაციის ცენტრის" ხელმძღვანელმა, გიორგი ფანჯავიძემ ზაზა სარალიძის მიერ ორგანიზებულ სოლიდარობის აქციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

გიორგი ფანჯავიძ  ქვეყანაში არსებულ შერჩევით სამართალზე საუბრობს და მაგალითად ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმე მოჰყავს. 

„ნაცვლად ობიექტური გამოძიებისა, დღევანდელი კრიმინალური ხელისუფლება ყველანაირი მანქანებით ცდილობს, ჩაფარცხოს ეს შემაძრწუნებელი მკვლელობა. არცერთი თქვენგანი არ არის დაზღვეული, რომ ხვალ თქვენ არ აღმოჩნდებით ზაზა სარალიძის ადგილზე, რადგან შერჩევითი სამართალი, უკანონობა და უსამართლობა დღევანდელი ხელისუფლების სავიზიტო ბარათია,“ - განაცხადა ფანჯავიძემ.

სამოქალაქო ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და მოუწოდებს, რომ შოთაძე

„მივმართავ მარიონეტული მთავრობის მთავარ მემარიონეტეს, ბიძინა ივანიშვილს. ბიძინა ივანიშვილო, მოგმართავ როგორც მშობელი მშობელს, 4 შვილის მამა ხარ და კარგად დაფიქრდი, რამხელა ტრაგედია ტრიალებს დღეს სარალიძეების ოჯახში. დაფიქრდი და თუ იოტისოდენა ადამიანობა გაგაჩნია, მაშინ უბრძანე შენს მარიონეტს, შოთაძეს, რომ გაასამართლოს ყველა ის პირი, ვისაც ელემენტარული ბრალი მიუძღვის დათუნა სარალიძის მკვლელობაში,“ - განაცხადა გიორგი ფანჯავიძემ.

დღის ამბები