17 ნოემბერი 2024,   20:17
ვრცლად
ხანძარი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელში - დამწვარია სამი საცხოვრებელი სახლი 

ხანძარი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელში - დამწვარია სამი საცხოვრებელი სახლი.  

თვითმხილველები თქმით, თავდაპირველად ცეცხლი მიტოვებულ სახლში გაჩნდა. აალება იმდენად დიდი იყო , რომ ის სხვა სახლებზეც გადავიდა. 

სრულად განადგურდა სამივე ოჯახის საყოფაცხოვრებო ნივთები. ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.  ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. 

წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, გაუმართავი ელექტროსადენები გახდა.

დღის ამბები