ე.წ. ციანიდის საქმის ოქროს მოწმის მორიგი სკანდალური განცხადება. ირაკლი მამალაძე დეკანოზ გიორგი მამალაძეს მძიმე დანაშაულში სდებს ბრალს.
მამალაძე გადაცემა P.S.-ში გასული სიუჟეტის შემდეგ პროკურატურას და საპატრიარქოს შეკითხვებით მიმართავს.
ირაკლი მამალაძეს სამი საკითხი აინტერესებს - რატომ არ სწავლობ დეკანოზ მამალაძის წარსულ საქმიანობას საპატრიარქო, როგორ დატოვა ქვეყნის ტერიტორია პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა სოსო ოხანაშვილმა და როგორ მოხვდა ტარას შავშიშვილი საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურში.
ე.წ. ციანიდის საქმის მოწმეს შეკითხვები საპატრიარქოს დაცვის სხვა თანამშრომლების შესახებაც აქვს, რომელზე პასუხებს უახლოეს მომავალში ითხოვს.
„უდანაშაულო სოსო ოხანაშვილი რატომ გაიქცა ქვეყნიდან, მეორე - რა უნდოდა პედოფილიაში ბრალდებულ ტარას შავშიშვილს საპატრიარქოს დაცვაში. ყველას გვახსოვს 53-დან როგორ გამოაძევეს ეს ადამიანი, რომელიც პატარა გოგოებს დასდევდა და მესამე - ამ შემთხვევაში მივმართავ საპატრიარქოს, რატომ არ არის შესწავლილი და რატომ არ არის დღემდე გამოკვლეული მამა გიორგის საქმიანობა დონეცკის ოლქში, რომელიც ეწეოდა მღვდელმსახურებას, რომელსაც დაუწვეს მანქანა და რომელიც არის შემჩნეული (დადასტურებულად შემიძლია გითხრათ) ძალიან მძიმე ხასიათის სექსუალურ დანაშაულში,“-განაცხადა ირაკლი მამალაძემ.