17 ნოემბერი 2024,   20:32
ვრცლად
ტურიზმის განვითარება საქართველოში - ტექნოპარკში შეხვედრა გაიმართა

ტექნოპარკში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, განხილვის მთავარი თემა საქართველოში ტურიზმის განვითარება იყო. შეხვედრა საქართველოში არსებულ ყველა დონორ ორგანიზაციასა და ყველა იმ უწყებას შორის გაიმართა, რომლებიც ტურიზმთან არიან დაკავშირებული.

მხარეებმა ერთმანეთს უწყებების საჭიროებები, დონორი ორგანიზაციის პროექტები და ხედვები განიხილეს.

„ჩვენ გვაქვს იდენტიფიცირებული საჭიროებები, როგორც ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ასევე ტექნიკური დახმარების მიმართულებით. ამოცანა დონორთა კოორდინაციის და შეხვედრის მდგომარეობს იმაში, რომ ერთის მხრივ, ჩვენ გავაცნოთ ჩვენი საჭიროებები, ხოლო მეორეს  მხრივ მოვისმინოთ ის შესაძლებლობები, რომლებიც დონორ ორგანიზაციებს გააჩნიათ და სურვილები ტურიზმის სექტორში დახმარების,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

 

 

 

დღის ამბები