საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე „ქართული ოცნების“ დეპუტატის, შოთა შალელაშვილის ირგვლივ გავრცელებულ სკანდალურ ინფორმაციას ეხმაურება.
ნინო გვენეტაძის თქმით, შოთა შალელაშვილის შვილთან დაკავშირებული საქმეზე, ჰაკერულ თავდასხმაზე გამოძიება, აშშ-ში დასრულებული ჯერ კიდევ არ არის.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, ამ ეტაპზე არ ფლობს ინფორმაციას, ჰქონდა თუ არა ამ საქმეს შეხება საქართველოსთან.
ნინო გვენეტაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასაც ეხმაურება, სადაც მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ შოთა შალელაშვილი საერთაშორისო მაფიის მიერ მოპარულ ფულს საქართველოში, თანაინვესტირების ფონდის მეშვეობით ათეთრებს.
ნინო გვენეტაძე აცხადებს, რომ არ ფლობს ინფორმაციას საერთაშორისო მაფიის მიერ მოპარულ ფულს და თანაინვესტირების ფონდს შორის კავშირზე.
მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა "კვირის აქცენტებში" პირდაპირი ჩართვის დროს საერთაშორისო მაქინაციურ სქემაზე ისაუბრა, რომელშიც სწორედ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დაადანაშაულა.
მიხეილ სააკაშვილი აშშ-ის ტერიტორიაზე ჰაკერულ თავდასხმას იხსენებს, რომელიც თავისი მასშტაბით FBI-ის ისტორიაში ყველაზე მსხვილ ფაქტად ითვლება. საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, შოთა შალელაშვილი საერთაშორისო მაფიის მიერ მოპარულ ფულს საქართველოში, თანაინვესტირების ფონდის მეშვეობით ათეთრებს.