17 ნოემბერი 2024,   20:37
ვრცლად
ჩვენ ყველას ვლოცავთ...სხვა საკითხებზე სინოდის სხდომაზე ვიმსჯელებთ - მეუფე გრიგოლის პასუხი მეუფე იობის წყევლაზე

ჩვენ ყველას ვლოცავთ, - ასე უპასუხა ფოთისა და ხობის ეპისკოპოსმა „კურიერის“ კითხვას - შეეფასებინა, მეუფე იობის გადაწყვეტილება, რომელმაც „რუსთავი 2“-ის წამყვანი გიორგი გაბუნია დაწყევლა და შეაჩვენა.

ფოთის და ხობის მიტროპოლიტის თქმით, უახლოეს მომავალში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება, სადაც ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს 46 მღვდელმთავარი განიხილავს.

„საპატრიარქოს განცხადებაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ, მე ვარ სინოდის წევრი და არა ადმინისტრაციის. მე, როგორც სინოდის წევრი გეუბნებით, სინოდის სხდომა რომ შეიკრიბება მერე, ალბათ ვიმსჯელებთ იმ საკითხებზე, რაც აქტუალურად მიმაჩნია. ჩვენ გლოცავთ თითოეულ ადამიანს, ამისთვის ვართ. ვლოცავთ ადამიანებს, რომ სიკეთის სამსახურში იყოთ“- ამბობს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი.

დღის ამბები