მსოფლიო თაღლითობა ქართველი პოლიტიკოსის შვილის მონაწილეობით - „ ქართული ოცნების“ დეპუტატი შოთა შალელაშვილი ჯერ-ჯერობით განმარტებებს არ აკეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ მისი შვილი გარი შელონი ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ინტერნეტ ძარცვის მთავარი მონაწილეა. სწორედ მის სახელს უკავშირდება უმსხვილესი ამერიკული ბანკის JPMorgan chase-ს სერვერებიდან 403 მილიონი დოლარის მიტაცება. გარი შელონის და მისი ორი მეგობრის ჰაკერული სქემების მსხვერპლი კიდევ 2 უმსხვილესი კომპანია E*Trade and Scottrade გახდნენ. გატეხილი იყო 100 მილიონამდე აბონენტის პირადი ანგარიში და 7 მილიონი ბიზნესის სერვერი, დაზარალებულების დიდი ნაწილი კერძო პირები არიან.
FBI-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინტერნეტ ძარცვის საქმის გამო, გაბრიელ შალელაშვილი, რომელიც 2 მილიარდიანი ქონების მფლობელია 2015 წელს დააკავეს, მან და მისმა თანამზრახველებმა დანაშაული აღიარეს და ამერიკულ ციხეში 2 წლიანი სასჯელი მოიხადეს. მანჰეტენის ფედერალური სასამართლო გარი შელონს და მის თანამზრახველებს ჰაკერობაში, ფულის გათეთრებისთვის აზარტული ონლაინ კაზინოებისა და ბიტკოინების გამოყენებაში ადანაშაულებს. შალელაშვილის თითქმის ნახევარ მილიარდის უკან დაბრუნების შემდეგ გაათავისუფლეს, მას სპეციალური სამაჯური აქვს შებმული და 24 საათიანი კონტროლის ქვეშ იმყოფება.
“ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ამტკიცებს, რომ მსოფლიო სხვადახვა ბანკებიდან ორი მილიარდი დოლარის მითვისების სქემაში, მთავარი მოქმედი პირი "ქართული ოცნების" წევრი შოთა შალელაშვილი იყო, რომელიც ამ ფულს საქართველოში ბიძინა ივანიშვილის დახმარებით ათეთრებდა.