მეხანძრე-მაშველებს, რეინჯერებს და ბადრაგებს შესაძლოა მშვიდობიან საპროტესტო აქციაში მონაწილეობა აეკრძალოთ. „ქართულმა ოცნებამ“ კანონში ცვლილებების ინიცირება უკვე მოახდინა, რომლის მიხედვითაც გარკვეული სპეციალობით დასაქმებულ მოქალაქეებს მშვიდობიან მანიფესტაციებში მონაწილეობის მიღება აღარ შეეძლებათ.
მეხანძრე-მაშველებისთვის, რეინჯერებისა და ბადრაგისათვის აქციების მონაწილეობას აკრძალვას, "ქართული ოცნება" გადაუდებელი აუცილებლობით ხსნის. ცვლილებების ავტორები ამბობენ, რომ აქციების შესახებ კანონი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოჰყავთ.
მმართველი გუნდი ინიციატივას უკვე მოჰყვა სახალხო დამცველის კრიტიკა. ომბუდსმენი ფიქრობს, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლების აბსოლუტური აკრძალვა აუარესებს ადამიანის უფლების დაცვის სტანდარტს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო პრინციპებს.
უმრავლესობა შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონპროექტის მიღებას ივნისის ბოლომდე გეგმავს. ცვლილებები კი კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედების შემდეგ შევა ძალაში.