მეგაშოუ "რუსთავი 2"-ზე - მაყურებელს კიდევ ერთი დაუვიწყარი ლაივ კონცერტი ელოდება. რუსთაველის თეატრში უკვე ყველაფერი მზად არის და შესაბამისად ვნებათაღელვაც პიკს აღწევს. კონკურსანტებიდან ერთ-ერთი, ვინც ყველაზე ნაკლებ ხმას მიიღებს, დღეს პროექტს დატოვებს.
კონკურსანტები პატრიოტულ თემატიკაზე შექმნილ სიმღერებს შეასრულებენ. მეგაშოუ დღეს, 9 საათიანი „კურიერის“ დასრულების შემდეგ დაიწყება.