17 ნოემბერი 2024,   22:53
ვრცლად
1 წელი აფგან მუხთარლის გაუჩინარებიდან - პარლამენტთან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მხარდამჭერი აქცია გაიმართება 

1 წელი აფგან მუხთარლის გაუჩინარებიდან - აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მხარდასაჭერი აქცია იგეგმება დღეს პარლამენტის შენობასთან.

ორგანიზატორი სამოქალაქო სექტორია, სადაც კიდევ ერთხელ საუბრობენ სავარაუდო ორგანიზებულ დანაშაულში საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მონაწილეობის შესახებ. სოლიდარობის აქციის მონაწილეები ითხოვენ, გასაჯაროვდეს ინფორმაცია, თუ რა ეტაპზეა გამოძიება.

აფგან მუხთარლის ადვოკატი კი გამოძიების გაჭიანურების შესახებ და სპეციალური საპარლამენტო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს. აქცია პარლამენტთან 17:00 საათზე დაიწყება

“გამოძიებას არავითარი მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება არ დაუდგენია. არ დაუდგენია გამოძიებას როგორ აღმოჩნდა ქალაქის ცენტრიდან აზერბაიჯანის სასაზღვრო ოფისში აფგან მუხთარლი და როგორ მოხდა ისე, რომ გამოგონილი ბრალდებებით ამ ადამიანს დღეს მისჯილი აქვს 6 წელი. აუცილებელი იყო და აუცილებელი არის რომ პარლამენტმა გამოიძიოს თუ რატომ მოხდა ისე, რომ ერთი წლის განმავლობაში უშედეგოდ, ვითომდა მიმდინარეობს გამოძიება,“-განაცხადა აფგან მუხთარლის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

დღის ამბები