აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცების საქმეს ევროკავშირი, 2017 წლის ანგარიშში ეხმაურება.
დოკუმენტში საქმის გამოძიების გაჭიანურებაზეა საუბარი. ანგარიშში ნათქვამია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობისა და სამოქალაქო საზოგადოების მრავალი მოთხოვნის მიუხედავად, პროკურატურა არ აჩვენებს მიმდინარე გამოძიების შედეგებს.
საქართველოს სამართალდამცაც უწყებებს ამ დრომდე არ გაუციათ პასუხი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქართველოს ტერიტორიიდან სავარაუდო გატაცებასთან დაკავშირებით.