17 ნოემბერი 2024,   20:34
ვრცლად
მირზა სუბელიანი იმყოფებოდა პეკინის ქუჩაზე, მისვლის მიზანი ვითარებაში გარკვევა და შვილის სამართალდამცავი ორგანოებისთვის წარდგენა იყო - პროკურატურა 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის ადგილზე ამოღებული მტკიცებულებების ამსახველი ფოტო-მასალა გაავრცელა.  

უწყებაში გამართულ ბრიფინგზე, ნივთმტკიცებად ამოღებული მკვლელობის იარაღების გარდა, ასევე ისაუბრეს ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვანის მამაზე, პროკურატურის უკვე ყოფილ თანამშრომელ მირზა სუბელიანზე.

შოთაძის უწყებაში განაცხადეს, რომ სუბელიანმა, რომელიც მკვლელობის დროს პროკურატურის თანამშრომელი იყო, არასრულწლოვანი შვილი დაკითხვაზე თავად, მომხდარიდან სამ საათში მიიყვანა. გარდა ამისა, მთავარი პროკურატურის მტკიცებით, სუბელიანი ნათესავებს მოუწოდებდა ეთანამშრომლათ გამოძიებასთან.

„მირზა სუბელიანი, მართალია იგი 2017 წლის 1 დეკემბერს ნამდვილად იმყოფებოდა პეკინის ქუჩაზე, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ხსენებულ მისამართზე მირზა სუბელიანის მისვლის მიზანს არსებულ ვითარებაში გარკვევა წარმოადგენდა არასრულწლოვანი შვილის ნახვა და სამართალდამცავ ორგანოებთან წარმოდგენას.

მან შემთხვევიდან სამ საათში მისი არასრულწლოვანი შვილი პოლიციაში წარადგინა და როგორც მისი კანონიერი წარმომადგენელი დაესწრო მისი შვილის დაკითხვას. ის ასევე თავის ნათესავებს მოუწოდებდა პოლიციასთან თანამშრომლობისკენ, რაც დადასტურებულია, როგორც გამოძიების ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით ასევე სასამართლოზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებით.

მირზა სუბელიანი პროკურატურაში მუშაობდა კადრების დეპარტამენტში და მას არანაირი შემხებლობა არ ჰქონია საპროკურორო საქმიანობასთან, ხოლო ინციდენტიდან მალევე მან მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს და თავის სურვილით დატოვა სამსახური,“- განაცხადეს ბრიფინგზე.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე , პროკურატურის ყოფილ თანამშრომელს მირზა სუბელიანს დანაშაულის დაფარვაში სდებს ბრალს და აცხადებს, რომ გამოძიება სუბელიანის ოჯახის წევრ არასრულწლოვნებს,რომლებიც ინციდენტში მონაწილეობდნენ, მფარველობს.

უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ასევე განაცხადეს, რომ მოზარდებს სასიკვდილო ჭრილობები მხოლოდ დანებით აქვთ მიყენებული. პროკურატურის მტკიცებით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ერთადერთი სამედიცინო მაკრატელი ადგილზე სასწრაფოს ექიმებს დარჩათ და ამ ნივთით მოზარდებისთვის ჭრილობები არავის მიუყენებია.

დღის ამბები