17 ნოემბერი 2024,   20:22
ვრცლად
შეიქმნას სპეციალური ჯგუფი - პროკურატურა ზაზა სარალიძეს შეხვედრისთვის ახალ ფორმატს სთავაზობს

საქართველოს მთავარი პროკურატურა ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის , დავით სარალიძის მამას შეხვედრას კიდევ ერთხელ სთავაზობს.

დღევანდელ ბრიფინგზე თბილისის პროკურორმა მალხაზ კაპანაძემ იმ ახალ ფორმატზე ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც ზაზა სარალიძეს ადვოკატთან ერთად შეხვედრას სთავაზობს.

„შეიქმნას სპეციალურ ჯგუფი, მთავარი პროკურორის, მთავარი პროკურატურის წარმომადგენლების, დაზარალებული მხარის, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის, ერთი, სამი, ხუთი, ათი ადვოკატის მონაწილეობით. მზად ვართ ამ ფორმატში ვიმსჯელოთ ნებისმიერ მტკიცებულებებზე, წავიდეთ სიღრმეებში  და მივიღოთ გადაწყვეტილება ნებისმიერ გადასადგმელ ნაბიჯზე.

კიდევ ერთხელ მზადყოფნას ვაჟღერებთ ამ ახალი ინიციატივის თაობაზე“- განაცხადა მალხაზ კაპანაძემ.

დღის ამბები