17 ნოემბერი 2024,   20:34
ვრცლად
"მხოლოდ ქართულის" ყველაზე განსხვავებული და ემოციური კონცერტი - მეგაშოუ არავის დაუტოვებია

მხოლოდ ქართულის ყველაზე ემოციური და განსხვავებული კონცერტი ასეთივე ფინალით დასრულდა - გუშინ პროექტი არავის დაუტოვებია.

მეგა შოუში ისევ ექვსი კონკურსანტია. ყველაზე ეროვნული მუსიკალური პროექტის მონაწილეებმა გუშინ საქართველოს და ქართველ გმირებს უმღერეს.

მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ ყველაზე მეტად თავად კონკურსანტები გაახარა.
სანამ „რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი არხის ამ გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა, სცენაზე მხოლოდ ქართულის ათივე ფინალისტი გამოჩნდა და ყველამ ერთად პირველად იმღერა.

პატრიოტული სიმღერების ტურს თავად გმირების ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ.

საპასუხისმგებლო და ყველაზე ემოციური იყო გუშინდელი ტური თითოეული კონკურსანტისთვის. საკუთარი შესრულებით ექვსივემ ჟიურის დადებითი შეფასება მიიღო. 3-მა კონკურსანტმა - კონსტანტინე კარანაძემ, ალექსანდრე მრელაშვილმა და სოფო ბათილაშვილმა ჟიურის წევრებისგან 50 ქულა დაიმსახურეს.

მომდევნო ორშაბათს პროექტს უკვე ორი მონაწილე დატოვებს. მხოლოდ ქართულის მეშვიდე კონცერტი, 4 ივნისს „რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში ტრადიციულად 9 საათიანი „კურიერის“ დასრულებისთანავე დაიწყება.

დღის ამბები