17 ნოემბერი 2024,   20:33
ვრცლად
ბიძინა გეგიძე ჟვანიას ქუჩაზე მშენებლობის შეჩერებას ითხოვს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბიძინა გეგიძე, ნინო ჟვანიას ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობების შეჩერებას მოითხოვს.

დეპუტატის განცხადებით, უკვე არსებობს შესაბამისი უწყებების არაერთი დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ადგილზე საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა დაუშვებელია.

ბიძინა გეგიძე, მოუწოდებს თბილისის მერს, შეიქმნას სპეციალური ჯგუფი, რომელიც მიმდინარე მშენებლობების უსაფრთხოებას შეისწავლის.

„კვლევებისა და არგუმენტების შეჯერების შემდგომ გარემოს ეროვნული სააგენტოსა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მიერ მეცნიერულად დასაბუთებულია, რომ მდინარე ვარაზისხევის მარჯვენა ფერდი გეოლოგიურად წარმოადგენს არამდგრად ქედს. დაუშვებელია, ნებისმიერი სახით მშენებლობის გაგრძელება. ანუ მარჯვენა ფერდი არის ზუსტად იქ, სადაც მიდის მშენებლობა და უკვე გამოჭრილია ჯიბეები“-განაცხადა გეგიძემ.

დღის ამბები