17 ნოემბერი 2024,   20:47
ვრცლად
მონაცემების ხელმისაწვდომობა - IDFI-ის კვლევის შედეგებით, საქართველო ვიშეგრადის ქვეყნებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI)“ საქართველოსა და ვიშეგრადის ქვეყნებში მონაცემების ხელმისაწვდომობის თემაზე კვლევა გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, ამ კუთხით საქართველო ვიშეგრადის ქვეყნებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

მთავარი გამოწვევა კი შესაბამისი საკანონმდებლო ბაზისა და სტანდარტების არარსებობაა. მწირია იმ უწყებების ჩამონათვალი, რომლებიც მსგავს მონაცემებს ღია და დაუმუშავებელ ფორმატში აქვეყნებენ

პრეზენტაციას სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„კვლევამ აჩვენა, რომ კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული ღია მონაცემები, შესაბამისად, ასეთი მონაცემები არ ქვეყნდება, ან ძალიან ცოტა ქვეყნდება. სამწუხაროდ, არ ევალდებულებათ ჩვენს დაწესებულებებს, რომ ეს მონაცემები ამ მონაცემთა ბაზაში წარადგინონ. ჩვენ გვინდა, რომ კანონმდებლობით ეს გაჩნდეს, როგორც ვალდებულება,“- განაცხადა IDFI-ის პროგრამების დირექტორმა, ლევან ავალიშვილმა.

დღის ამბები