17 ნოემბერი 2024,   20:19
ვრცლად
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", „ინთერნეიშენალ ივენთის“ წინააღმდეგ - ორგანიზაციამ პროკურატურას მიმართა

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", „ინთერნეიშენალ ივენთის“ წინააღმდეგ - არასამთავრობო ორგანიზაცია, პროკურატურას, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის იჯარით გაცემის საკითხის შესწავლისკენ მოუწოდებს.

საიამ, ეკონომიკის სამინისტროს, „ინთერნეიშენალ ივენთთან“ დადებული ხელშეკრულების გაწყვეტა რამდენიმე თვის წინ მოსთხოვა, თუმცა უწყებამ მოწოდება რეაგირების გარეშე დატოვა.

კომპანიას ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი 49 წლიანი იჯარით აქვს აღებული, თუმცა იურისტების შეფასებით, კომპანია ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს.

„კომპანია არ იხდის ამ თანხას, არც სააგენტო არ წყვეტს ამ ხელშეკრულებას. ლოგიკურად ჩნდება კითხვა, რა კავშირს, რა ძალას ფლობს კომპანია ისეთს, რომ გაფრთხილების მიუხედავად, თანხის არ გადახდის პირობებში, კონტრაქტი არ წყდება მასთან. კომპანიამ ითხოვა რამდენჯერმე დავალიანების ჩამოწერა, თუმცა სახელმწიფომ არ ჩამოაწერა დავალიანება.

ჩნდება ლოგიკური კითხვა, არც დავალიანებას აწერენ არც კონტრაქტს წყვეტენ მაშინ სხვა კავშირი უნდა იყოს და გავლენა. ცხადია, აქ საუბარია სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოზე“-აცხადებს სულხან სალაძე.

დღის ამბები