17 ნოემბერი 2024,   20:23
ვრცლად
არის განცდა, რომ გამოძიება საკმარისად სწრაფად ვერ ახერხებს კითხვებზე პასუხის გაცემას - თამარ ჩუგოშვილი მუხთარლის საქმეზე

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის თბილისიდან გაუჩინარების საქმესთან დაკავშირებით, შეფასებები გაკეთდა მმართველ გუნდში. ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ თბილისის ცენტრიდან ჟურნალისტის გატაცების საქმესთან დაკავშირებით კითხვების არსებობას საფუძველი ნამდვილად გააჩნია. 

თუმცა ვიცე-სპიკერი ამბობს, რომ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. 

„ეს ძალიან სამწუხარო ფაქტი, რომელიც ერთი წლის წინ საქართველოში მოხდა და საკმაოდ დიდი ვნებათაღელვაც გამოიწვია, ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. არის ბუნებრივია განცდა იმისა, რომ გამოძიება საკმარისად სწრაფად და ეფექტურად ვერ ახერხებს კითხვებზე პასუხის გაცემას. გარკვეული დროის წინ იყო შემოთავაზებული საქართველოს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა, თუმცა პარლამენტართა უმრავლესობამ თავი შეიკავა ამ წინადადების მხარის დაჭერისგან. ჩვენ ვხედავთ იმას, რომ გამოძიება დასრულებული არ არის და როდესაც ერთი წელია გასული, ბუნებრივია, რომ გარკვეულ კითხვებს ლეგიტიმურად არსებობის საფუძველი აქვთ,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, თბილისის ცენტრიდან ზუსტად ერთი წლის წინ, 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა. აფგან მუხთარლის მხარდამჭერი აქცია, დღეს პარლამენტის შენობასთან 17:00 საათზე დაიწყება.

დღის ამბები