გეგუთის ციხეში პატიმარ ნოდარ გუბელაძისგან დნმ-ის ნიმუშის აღების შესახებ საქმის შესწავლა სახალხო დამცველმა დაიწყო. ომბუდსმენის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრებით ბრალდებულის უფლებების დარღვევა არ ფიქსირდება.
მათი თქმით, მოსამართლის განჩინება არ აქვთ ნანახი და აღნიშნულ განცხადებას მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის საფუძველზე აკეთებენ.
„კანონი ამბობს, რომ თუ პირი ნებაყოფლობით არ აცხადებს თანხმობას, რომ ნიმუში იქნას აღებული, ამ შემთხვევაში იძულებით ხდება. იძულება, თავისთავად, გულისხმობს, რომ ფიზიკური ძალის გამოყენება შესაძლებელია თუკი პირი წინააღმდეგობას უწევს,“- განაცხადა სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, გვანცა ხაჩიძემ.