17 ნოემბერი 2024,   20:31
ვრცლად
პროკურატურას იძულებულს გავხდით, რომ მირზა სუბელიანი მისცეს პასუხისგებაში - ზვიად კუპრავა

„ის ფაქტი, რომ ორი ბრალდებულია დღეს საბრალდებო სკამზე, არ გამორიცხავს, რომ სხვა პირების დანაშაულიც იყოს საქმეში და სწორედ ამ მიმართულებით უნდა ემუშავა პროკურატურას,“ - ამის შესახებ განცხადება სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის  ხელმძღვანელმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შეფასებისას გააკეთა და აღნიშნა, რომ პროკურატურა მიზანმიმართულად მალავს იმ პირებს, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს.

ზვიად კუპრავას თქმით, მათ შორის არის პროკურატურის მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი, რომელმაც მტკიცებულებები გაანადგურა.  

„პროკურატურას იძულებულს გავხდით ჩვენ, რომ მირზა სუბელიანი მისცეს პასუხისგებაში და ის პირები, ვინც მირზა სუბელიანთან ერთად მონაწილეობდნენ ამ დანაშაულის ფალსიფიკაციაში და ესენი არიან გამომძიებლები და პროკურორები,“ - განაცხადა ზვიად კუპრავამ და აღნიშნა, რომ მისთვის ცნობილია, რა მოტივით და ვისი ბრძანებით მოხდა იმ ფარდულის დემონტაჟი, რომელიც დანაშაულის ადგილს წარმოადგენს.

ზვიად კუპრავას განცხადებით, ეს ადამიანი მაღალი თანამდებობის პირია, დაახლოებულია მირზა სუბელიანთან. გარკვეული მიზეზების გამო, ზვიად კუპრავა ამ მაღალჩინოსნის ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები