17 ნოემბერი 2024,   20:38
ვრცლად
სარალიძის აქციაზე არ მივედი, როგორც პოლიტიკოსი, ბავშვთან ერთად მივედი და მომერიდა, მე რომ შვილთან ერთად ვიყავი - ნიკა მელია

ნიკა მელია ეკა ბესელიას ეხმაურება, რომელმაც აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს მორალური უფლება არა აქვთ, იმ ტიპის საქმეებზე ისაუბრონ, როგორიც ხორავას ქუჩაზე მოკლული 51-ე სკოლის მოსწავლეების საქმეა.

ენმ-ის წევრი ამბობს, რომ ქართული ოცნება ცდილობს მოქალაქეების დემოტივაციას, რომ ოპოზიციას საკუთარი სატკივარი გაანდონ.   

„რა მიზანს ემსახურება ეს, ვითომ, რაღაც ისტერიკა? ძალიან მარტივ მიზანს, რომ ხელისუფლებამ დააკომპლექსოს ხალხი, რომ პრობლემით სავსე მოქალაქეს არ ჰქონდეს საშუალება, მივიდეს ოპოზიციასთან,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

ის მიიჩნევს, რომ მსგავს აქციებზე დგომის უფლება, როგორიც ზაზა სარალიძის მიერ იყო კვირას ორგანიზებული, მას და მის თანაპარტიელებს ყოველთვის ექნებათ და ჰქონდათ.

„იმ აქციაზე არ მივედი, როგორც პოლიტიკოსი. ბავშვთან ერთად მივედი და რაღაცნაირად მომერიდა, მე რომ შვილთან ერთად ვიყავი და ზაზამ ბავშვს ხელი გადაუსვა თავზე. თან მომერიდა და თან სიამაყით აღვივსე. საერთოდ არ მახსოვდა, პოლიტიკოსი თუ ვინ ვიყავი. მივედი, როგორც მოქალაქე,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

ენმ-ის წევრი აცხადებს, რომ ზაზა სარალიძის ტრაგედიის გარშემო მკვლელები დასჯილები არ არიან.  

ამავე თემაზე
დღის ამბები