17 ნოემბერი 2024,   20:44
ვრცლად
დიახ, ჩვენ სხვადასხვა მხარეს ვდგავართ... დიახ, თქვენ ხართ სხვა მხარეს და ბატონი ზაზა სხვა მხარეს - ზაალ უდუმაშვილი ბესელიას პასუხობს

„დიახ, ჩვენ სხვადასხვა მხარეს ვდგევართ. დიახ, თქვენ ხართ სხვა მხარეს და ბატონი ზაზა სხვა მხარეს დგას,“ - ასე გამოეხმაურა ენმ-ის წარმომადგენელი, ზაალ უდუმაშვილი, მმართველი გუნდის წევრის, ეკა ბესელიას, განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული 51-ე სკოლის მოსწავლეების საქმესთან დაკავშირებით ზაზა სარალიძე და ხელისუფლება ერთ მხარეს დგანან.

ის ამბობს, რომ ზაზა სარალიძის გვერდით დგას ქართული მოსახლეობა.

ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ კვირას გამართული აქციაზე ყველაზე ნაკლებად სწორედ პოლიტიკოსები იყვნენ წარმოდგენილები. იქ მივიდნენ რიგითი ადამიანები, რომლებიც საკუთარ შვილებსაც იცავდნენ.

ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ შეძლო გარკვეული საქმეების ჩაფარცხვა, მათ შორის არის ბარბარე რაფალიანცის საქმე, რადგან ამ ბავშვი ოჯახი ცხოვრობდა გურჯაანში და არ წამოადგენდა თბილისურ ელიტას.

ენმ-ის წევრის თქმით, ზაზა სარალიძის შემთხვევაში მთავრობას ეს არ გამოუვა, რადგან ამის უფლებას ხალხი არ მისცემს.

ამავე თემაზე
დღის ამბები