„ამ ქვეყანაში არსებობენ შვილმოკლული ადამიანები, რომლებიც ვერ პოულობენ სამართალს სახელმწიფო სისტემაში. ვერ პოულობენ სამართალს პროკურატურაში, სასამართლოში და მთ უწევთ გამოვიდნენ ქუჩაში,“ - ამის შესახებ განცხადება თავისუფალი დემოკრატების გენერალურმა მდივანმა გააკეთა.
თამარ კეკენაძის თქმით, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის მსგავსად, კვირას გამართულ აქციაზე მან და მისმა მეგობრებმა ბევრი ისეთი ადამიანი ნახეს, რომლებმაც სამართალი ვერ იპოვეს.
„მინდა, ვისურვო, რომ სანამ ბატონი ზაზა მიაღწევს სამართალს, მანამდე გული არ გავუხეთქოთ იმ უსამართლობით, რასთანაც მას ყოველ დღე შეჭიდება უწევს,“ - განაცხადა თამარ კეკენაძემ.
პარტიის ლიდერი აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდი სხვა სამყაროში და სხვა საქართველოში ცხოვრობს, რომელშიც ისინი აღნიშნავენ დამოუკიდებლობის წლისთავებს.
თამარ კეკენაძე აცხადებს, რომ სამარცხვინოა მმართველი გუნდის მხრიდან იმ ტიპის განცხადებების გაკეთება, თითქოს, ქუჩაში დაზარალებული და შვილმკვდარი მშობლები პოლიტიკური კონტექსტით გამოდიან.
"ყოველი ასეთი განცხადებისას ჩვენ მათ ვკლავთ," - განაცხადა თამარ კეკენაძემ.