„ვერც კი წარმოვიდგენდი 1 დეკემბრის ტრაგედიისას, რომ ამ საქმეზე ასე შეკრება და აქციები დაგვჭირდებოდა,“ - ეს განცხადება სახელმწიფო ხალხისთვის თავმჯდომარემ, ნიკა ნაჭუტაძემ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვანების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.
ნიკა მაჭუტაძე ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს.
„საოცრებაა ის, რომ, როდესაც ჩვენ დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ვზეიმობდით ამ დღეებში, ჩვენ ვიხილეთ სახელმწიფო ხელისუფლების მორალური და ადამიანური კრიზისი, რომელიც გამოხატულია აი, ამ საქმის სარალიძეების ოჯახის ტრაგედიასთან მიმართებაში,“ -განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.
მისივე თქმით, მოქმედი ხელისუფლება ცუდ ფორმებში იმეორებს წინა ხელისუფლების შეცდომებს.
„პროკურატურა, საგამოძიებო ორგანოები, სასამართლო ხელისუფლება არ არიან ინსტიტუციები, რომლებიც დგანან სამართლიანობის სამსახურში, არამედ ეს უწყებები იქცნენ არაადამიანურ სისტემად, რომლებიც დაუპირისპირდნენ ზაზა სარალიძის ოჯახს,“ - განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.