17 ნოემბერი 2024,   20:32
ვრცლად
ძლიერმა ქარმა გურიის რამდენიმე სოფელი დააზიანა

ძლიერმა ქარმა გურიაში პრობლემები შექმნა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკადულში წაქცეული ხე ელექტროსადენს დაეცა და დააზიანა.

შედეგად სამი სოფელი რამდენიმე საათის განმავლობაში უშუქოდ დარჩა. "ენერგო-პრო ჯორჯიაში" განმარტავენ, რომ პრობლემა დღის ბოლოს მოგვარდა და ყველა გათიშულ აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა.

ქარმა ასევე დააზარალა სოფელი ერკეთსიც. სტიქიის გამო გარკვეული პერიოდი დენის გარეშე იყო დარეჩენილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელიც.

დღის ამბები